უცხოური მედია

აშშ-მ არალეგალების დეპორტაცია 100 დღით შეაჩერა

Nusagi

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, 100 დღით შეაჩერა არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციის პროცესი. ამის შესახებ CNN იუწყება.

დეპორტაციის შესახებ გამოცხადებული პაუზა ერთ-ერთი შემადგენელია იმ ცვლილებების, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათში მიიღო. მათ შორისაა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა.

დეპორტაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული „იმისთვის, რომ გარანტირებულად ვიცოდეთ, სამართლიანი და ეფექტურია თუ არა საიმიგრაციო კონტროლის სისტემა“-ნათქვამია პრეს-რელიზში. 

მორატორიუმი შეეხება დეპორტაციის უმეტესობას, მაგრამ არ ეხება პირებს, რომლებიც აშშ-ში 1 ნოემბრის მერე არიან ჩასული, ასევე ტერორიზმსა და შპიონაჟში ეჭვმიტანილებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უაფრთხოებას. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,015 ნახვა
%d bloggers like this: