სამართალი

გიორგი გაბუნია: ბრალდებულს ჩემთან კითხვა არ ჰქონდა

Nusagi

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა,-ამის შესახებ  „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოს სხდომის შესახებ ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბრალდებული სავარაუდოდ, თავად აპირებდა მის ლიკვიდაციას და დამხმარე არ სჭირდებოდა. 

„აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა ზარალი მომადგა მე, როგორც თავისუფალ ადამიანს, რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა უარესობისკენ რაც ეს ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში და ამზადებდა ჩემს ლიკვიდაციას. მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ამ ადამიანს არც სჭირდებოდა დამხმარე, რადგან ის 2 ქვეყანაში – რუსეთსა და უკრაინაში იძებნება იმ დანაშაულისთვის, რომელიც პირდაპირ არის მკვლელობასთან დაკავშირებული. აქ მას იარაღი ვერ აღმოუჩინეს, ამიტომ ბრალდება არ არის მკვლელობის მომზადებაზე, არამედ თვალთვალზეა. გამოძიებაც მიდის ამ მიმართულებით. ფაქტია, რომ ის ნამდვილად მითვალთვალებდა. მის ფოტოებში დაფიქსირებული ვარ მე და ჩემი დაცვის უფროსი. გადაღებულია შორიდან. იყო მესიჯი მისი ტელეფონიდან, სადაც ის დეტალურად აღწერს მთელ ინფორმაციას, სად დავდივარ, სად ვვარჯიშობ, რომელ მაღაზიებში დავდივარ, რომელი მანქით გადავადგილდები. ეს ჩემი პირადი ინფორმაცია მას ჰქონდა. მითხრეს, რომ ძალიან კარგადაა მომზადებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. როგორც მითხრეს, ის პროფესიონალია“,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

მისივე თქმით, სასამართლო დარბაზი მცირე ზომის იყო და არასასიამოვნო იყო ამ ადამიანთან ახლოს ყოფნა.

„არასასიამოვნო იყო ჩემთვის ამ ადამიანის შეხედვა, ეს იყო პატარა დარბაზი , რამდენიმე კაცი ვიყავით და ფაქტობრივად, გვერდით მეჯდა ბრალდებული, რომელიც ჩემი მიმართულებით არც თუ კეთილგანწყობილი ამოიხედავდა ხოლმე, თითქოს მემუქრებოდა. დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ბრალს არ აღიარებს. ადვოკატს ჰქონდა ჩემთან კითხვები, მინახავს თუ არა ეს ადამიანი, ან დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ მითვალთვალებდა. თავად ხმას არ იღებდა.“,-განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,854 ნახვა
%d bloggers like this: