პოლიტიკა

ელისაშვილი არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ: საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებზე კი „ქართულ ოცნებას“ იგივე პოზიცია აქვს

Nusagi

„საარჩევნო საკითებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდობილებას, მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ“, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი შეხვედრაზე პრინცუპულად დააყენა.

„ჰქონდა თუ არა სერიოზული მზაობა „ქართულლ ოცნებას“, წასულიყო კომპრომისზე, ვინაინდა მეოთხე რაუნდის შემდეგ დიდი დრო გავიდა. მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები.

ვიმსჯელეთ ოთხივე პუნქტზე – ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი – მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მე და ლევან იოსელიანი ამ საკითხს არაერთელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით ამ საკითხს, თუმცა „ქართული ოცნება“ უბრალოდ არ აღიარებს პოლიტპატიმრების საკითხს.

ძალიან მძიმედ არის ეს საქმე – დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, მოვედით პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად.

გაირკვა ის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმობები დადასტურდა, პუნქტობრივად მივყვებოდით თითოეულ საკითხს საარჩევნო რეფორმის… რამდენიმე საკითხი რჩება შეუთანხმებელი და როცა შევთანხმდებით, მერე გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,748 ნახვა
%d bloggers like this: