სამართალი

ვუსურვებ პუტინს რაც შეიძლება, სწრაფად გარდაცვალებას, ბუნებრივად ან არაბუნებრივად

Nusagi

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას თქმით, მან დღეს თავად პირველად მოისმინა ნიკა გვარამიას განცხადება, იმის შესახებ, რომ სუს-ისგან მიღებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად, კვალი მიდის პირდაპირ პუტინამდე. ამის შესახებ მან ტვ-პირველის ეთერში ისაუბრა.

გაბუნიას თქმით, გვარამიასთან ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრია. 

„პირადად არ მისაუბრია ნიკასთან და ამის მეტი მე არაფერი ვიცი, მინდა ვისაუბრო ნიკასთან, თუ შეუძლია, რომ მეტი დეტალი მითხრას, რას გულისხმობს და როგორ დადგინდა კვალი, რომელიც პუტინამდე მიდის“,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, დამატებითი დეტალების გარეშეც, ყველანაირი ლოგიკით ეს სიმართლეა.

„შენ რომ აგინო დიანა პუტინს, მერე ნახო, რომ პუტინი გამოდის და საუბრობს შენზე, მერე გემუქრება კადიროვი, მერე აპატიმრებენ ჩეჩენს, რომელიც გითვალთვალებდა, რას იფიქრებდი? მე მჯერა, რომ საქართველოში ისეთი მტრები არ მყავს, რომ ჩემი მკვლელობა დაგეგმოს, საზღვარგარეთ ასევე, პუტინის და კადიროვის მეტი მტერი არ მყავს. საქმეში ყველაზე საინტერესო არის თუ ვისთან იყო ეს ადამიანი კონტაქტზე. დამტკიცებულია, რომ ვიღაცასთან იყო კონტაქტზე, მაგრამ ესეც არ იციან, აქ, თუ საზღვარგარეთ. მითხრეს, რომ როდესაც შემოვიდა საქართველოში, მანამდე ჰქონდა ჩადენილი რაღაც მკვლელობა, რამდენიმე დღით ადრე და ამისთვისაც იძებნება“,-აცხადებს გიორგი გაბუნია.

მისივე თქმით, ამ ადამიანის გამოჩენის შემდეგ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა და ადრწმუნებულია, სანამ პუტინი ცოცხალი იქნება, მას ყოველთვის დაემუქრება საფრთხე.

„სახლიდან ფეხის გამოდგმის უფლება არ მაქვს, თავიდან გავაპროტესტე, მაგრამ შემდეგ შემაგნებინეს, რომ ეს მარტო მე არ მეხება. დაცვა სულ ჩემთანაა, რადგან ისიც არ ვიცით, ყავდა თუ არა ამ ადამიანს საქართველოში თანამოაზრეები. სახლიდან ვერ გავდივარ, რადგან არ ვარ გარანტირებული, რომ სანამ პუტინი ცოცხალია, ეს ყველაფერი დასრულდება, ამიტომ ვუსურვებ მას რაც შეიძლება სწრაფად გარდაცვალებას ბუნებრივად, ან არაბუნებრივად“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,568 ნახვა
%d bloggers like this: