მედიცინა

საფრანგეთი საყოველთაო „ლოკდაუნის“ მესამედ გამოცხადებას გეგმავს

Nusagi

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივერ ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი „ლოკდაუნის“ გამოცხადება „უპირობო აუცილებლობაა“ – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვები კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების მკვეთრი მატების შემთხვევაში ამოქმედდება.

შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდება და საღამოს 18:00-დან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ „დასაბუთებული მიზეზით“ ან საშვის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ამჟამად, საფრანგეთში მაღაზიები და საჯარო ბიბლიოთეკები მუშაობს, თუმცა სავალდებულოა მათი 18:00 საათზე დაკეტვა. ბარები, რესტორნები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და სავარჯიშო დარბაზები ამ დრომდე არ მუშაობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: