ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 827 ტესტი ჩატარდა.

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 51, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობაა 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 663, აჭარაში – 251, იმერეთში – 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 3, იმერეთში – 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 – თბილისში, 175 – აჭარაში, 22 – იმერეთში. 6 343 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 115, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 743.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 602 პირი, აჭარაში – 1 501, იმერეთში – 2 108”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,091 ნახვა
%d bloggers like this: