უცხოური მედია

SKY news: ნაყინს ტესტის შედეგად COVID-19 დაუდგინდა

Nusagi

ნაყინს ჩინეთში ტესტის შედეგად, COVID-19 დაუდგინდა,- ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა SKY news-ი სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთის ჩრდილოეთით, ტიანცზინის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები იკვლევენ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონდათ Tianjin Daqiaodao Food Company-ს მიერ წარმოებულ პროდუქციასთან. 

ყველა პროდუქტი, რომელიც აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის აღწერილი და დალუქულია მას შემდეგ, რაც დაავადებებთან ბრძოლის მუნიციპალურ ცენტრში გაგზავნილ ნიმუშებში კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.  

პირველადი მონაცემებით, კომპანიამ ნაყინის პარტის წარმოებისას გამოიყენა ახალი ზელანდიიდან იმპორტირებული მშრალი რძე და უკრაინული შრატი. 

ლინდსის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა Sky News-თან საუბარში თქვა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება, სავარაუდოდ, პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. 

„ალბათ, აქ ადამიანური ფაქტორი იყო. დეტალები არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ერთეული შემთხვევა იქნებოდა“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,262 ნახვა
%d bloggers like this: