უცხოური მედია

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 863 ადამიანი დააკავეს

Nusagi

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა უკვე 863 ადამიანი დაკავეს, – ინფორმაციას ორგანიზაცია OVD-info აქვეყნებს.

დაკავებები 50-მდე ქალაქში განხორციელდა.

პოლიციამ მოსკოვში მოქალაქეების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო. OVD-info-ს ინფორმაციით, მოსკოვში, ამ დროისთვის 190-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანაშემწე, მათ შორის მისი პრესსპიკერი კირა იარმიში და ადვოკატი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლო ამ დროისთვის გათავისუფლებულია, იარმიშს კი 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,696 ნახვა
%d bloggers like this: