პოლიტიკა

გაუგებარია, 0,7 პროცენტიანი პარტიები რას უცხადებენ ბოიკოტს, რომც მოინდომონ, როგორ უნდა შევიდნენ პარლამენტში

Nusagi

ის, რაც ახლა ხდება ოპოზიციის ჭიჭყინია -ამომრჩეველმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შეხვალთ? – იჯდებით სახლში! – ამ სიტყვებით ოპოზიციას ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ მიმართა.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებად “ევროპელი სოციალისტების“ სახელით პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს, სუბარმა განაცხადა, რომ პარლამენტში მაჭუტაძე რომ შესულიყო, ოპონენტად მას ვერ აღიქვამდა.

“ამჟამად პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია დადის და ხვალ შეიძლება რამდენიმემ იაროს. პრაქტიკულად, წინა პარლამენტიც ასე იყო – მაშინდელ ოპოზიციას ნახევარი სხდომები არ უვლია, თუმცა პარლამენტი ქმედუნარიანი იყო და არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციის სურვილია, ვიდრე არ გაიმარჯვებენ, მუდმივად განმეორებეთი არჩევნები იყოს ან გამარჯვებულმა პარტიამ გამარჯვების მანდატი მათ გადასცეს. ეს ასე ვერ მოხდება! ასე არ ხდება არსად – ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა. კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი ის არის, როცა ვერც ერთი ბარიერგადალახული პარტია ვერ ქმნის უმრავლესობას, ვერ ქმნის მთავრობას და ვერც კოალიციური მთავრობის შეკვრას ახერხებს. ოპოზიციას, რომელიც ახლა ჭირვეულობს, ვეუბნებით, რომ არჩევნების შედეგები თქვენ თვითონ გადათვალეთ. ისინი არ ითვლიან და ამბობენ, ახალი არჩევნები მანამდე ვატაროთ, სანამ თვითონ არ გაიმარჯვებენ. შეუძლებელია ამაზე არსებობდეს ლეგიტიმური პასუხი გარდა ერთისა: ამომრჩევლმა მოგცათ ხმა, კეთილი ინებეთ და პარლამენტში შედით! არ შემოხვალთ? – იჯდებით სახლში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარია იმ პარტიების ჟინიანობა, რომელთაც 0.7% აიღეს და ჯიქურად აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.

“გაუგებარია, როცა მათ ხალხმა მანდატი არ მისცა, ან ბოიკოტს რას უცხადებენ ან რომც მოინდონონ, პარლამენტში როგორ უნდა შევიდნენ. რაც შეეხება წამყვან ოპოზიციურ ძალას, მათი ერთადერთი ოცნებაა, იყვნენ ძალაუფლებაში და არეულობისათვის ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,291 ნახვა
%d bloggers like this: