პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატების ვადა იწურება – კეთილი ინებონ და შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა

Nusagi

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იმ ოპოზიციონერების გარდა, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთნენ, სხვებმაც უნდა აიღონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მოსახლეობამ ხმის მიცემით დააკისრა.

„28-28 იანვარს დაგეგმილია რიგგარეშე სესია. აქედან გამომდინარე, იმ დეპუტატების საპარლამენტო ვადა, რომელთაც განაცხადი აქვთ შემოტანილი უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, იწურება. კომიტეტი გაივლის შესაბამის პროცედურებს და ამ დეპუტატებთან დაკავშირებით, პარლამენტს წარვუდგენთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს. ალბათ, მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, კეთილი ინებონ და შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ამ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს. სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედონ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გადაწყვეტილებასა და მოლაპარაკების პირობებს. უფლებამოსილებაზე უარის განცხადებით პარლამენტს 50-ზე მეტმა დეპუტატმა უკვე მიმართა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,060 ნახვა
%d bloggers like this: