ღალატი არავის ეპატიება,-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მისმა თანაპარტიელებმა დამოუკიდებელ დეპუტატს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხეს.
კობა ხაბაზი ღალატად მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
ხაბაზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მინიშნებას ელისაშვილზეც აკეთებს.
„ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა“,-წერს კობა ხაბაზი.
Facebook Comments