ცხოველები

ლანა სიხარულიძე- ძაღლის ჭირზე ზედაპირულად გაკეთებული სიუჟეტების გამო, მასიურად ტოვებენ ქუჩაში ძაღლებს

Nusagi

მედიაში გავრცელებულ ინფლრმაციას ძაღლის ჭირთან დაკავშირებით, ლანა სიხარულიძე ეხმაურება და წერს:

„მეტი კომპეტენცია სიუჟეტების გაკეთებისას! ნუ ატერორებთ ხალხს და ნუ ეძებთ ნეგატივს ყველგან! აი რა შედეგი მოაქვს უტვინოდ და ზედაპირულად გაკეთებულ სიუჟეტებს. ძაღლის ჭირზე გაკეთებული სრულიად გაუაზრეელი და არაკომპეტენტური სიუჟეტების გამშვები ტელევიზიები თუ ცალკეული გამოცემები იმსახურებთ იმას, რომ როგორც მინიმუმ, ყელა სახლიდან გამოგდებული ძაღლი დაგისვათ და კეთილი ინებეთ და მოუარეთ! გადახედეთ გუშინდელ და დღევნდელ ინფორმაცებს , მასიურად ტოვებენ ქუჩაში ძაღლებს, მათ შორის ჯიშიანებსაც. იმის ნაცვლად, რომ აცრან ან პირიქით ქუჩას მოარიდონ, გარეთ ყრიან .

ძაღლის ჭირი არ გადადის ადამიანზე . ეს დაავადება სულ იყო და ცხოველთმოყვარულები მუდმივად მკურნალობდნენ ამ საბრალო არსებებს ისე, რომ თქვენ არც გაგიგიათ . ეხლა შემთხვევებმა იმატა და პაუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მონიტორინგის სააგენტოს, რადგან ვერ იცავენ სანიტარულ ნრმებს ადგილზე და რეალურად არიან დაავადების გამავრცელებლები. გაუნათლებლობა და უცოდინრობა ღუპავს ამ ქვეყანას , ამ კონკრეტულ შემთხვეცაში კი ისევ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, მიუსაფარი ძაღლები ზარალდებიან“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: