2020 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, აშშ-ში სახლების გაყიდვების მაჩვენებელი 0.7 პროცენტით გაიზარდა და წლიურმა მოცულობამ 6.48 მილიონი შეადგინა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.
გასული წლის მაჩვენებელი, 2006 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სახლების საშუალო ღირებულება $309 800 იყო, რაც 12.9%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
გაყიდვების ყველაზე დიდი წილი დაბალი იპოთეკური პირობებით შეძენილ სახლებზე მოდის.
Facebook Comments