უცხოური მედია

ისრაელში ცნობილი რაბინი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა ადამიანს ჰომოსექსუალად აქცევს

Nusagi

რაბინი დანიელ ასორი, რომელსაც ინტერნეტში ბევრი მიმდევარი ჰყავს, აცხადებს, რომ ვაქცინაცია გლობალური, ბოროტი განზრახვის მქონე ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომელიც მსოფლიო წესრიგის დამყარებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული მოსაზრებით ის დაუპირისპირდა სხვა ორთოდოქს რაბინებს, რომლებმაც მიმდევრებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

ასორმა ქადაგებაში განაცხადა: „ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ემბრიონის სუბსტრატზე მზადდება, და ჩვენ გვაქვს ამის საკმაო მტკიცებულებები, იწვევს საწინააღმდეგო ტენდენციებს. აქ იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვაქცინა საწინააღმდეგო ტენდენციებს გამოიწვევს და როგორც ჩანს, ეს ჰომოსექსუალიზმთან იქნება დაკავშირებული“. 

ტავის მხრივ, რონი გამზუ, რომელიც ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევდა კოვიდ 19-თან ბრძოლაში, აცხადებს, რომ ისრაელი ვაქცინაციის მასშტაბებით აჩვენებს მსოფლიოს, რომ არსებობს პანდემიიდან გამოსვლის სტრატეგია“.

ცნობისთვის, ქვეყანაში ვაქცინაციის მასობრივ დანერგვასთან ერთად შეიმჩნევა 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში მძიმე დაავადებების კლება. თუმცა, ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე, რომელიც პალესტინელებით არის დასახლებული, ვაქცინის ცდა დიდხანს მოუწევთ.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,451,701 ნახვა
%d bloggers like this: