მედიცინა

ეგვიპტეში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

Nusagi

ეგვიპტეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  

„ქვეყანამ მიიღო ჩინეთის „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც გადაეცა სამედიცინო პერსონალს საკარანტინო საავადმყოფოებში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ისმაილიას პროვინციაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მოხუცებს, ქრონიკულ პაციენტებსა და სხვებს.

სამინისტროს ცნობით, ქვეყანას ვაქცინის 140 მილიონი დოზის შენახვის შესაძლებლობა აქვს.

ეგვიპტეში ამ დროისთვის კორონავირუსის 161 800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია 8 959 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,722 ნახვა
%d bloggers like this: