უცხოური მედია

ნეთანიაჰუ- არცერთ ქვეყანას ის არ გაუკეთებია, რასაც ჩვენ ვაპირებთ, ქვეყანას ჰერმეტულად ვკეტავთ

Nusagi

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26-დან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას უკვაშირდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ- ჩვენ ჰერმეტულად დავკეტავთ სახელმწიფოს“-განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში, ასევე ახლობლის გარდაცვალების, ან საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლისას. გამონაკლისია სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები.

ისრაელის მოქალაქეებს, რომელებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში იმყოფებიან, უკან დაბრუნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით შეეძლებათ. 

24 იანვრიდან ქვეყანამ ვაქცინაციის პროგრამა გააფართოვა და მასში უფროსკლასელები შეიყვანა. მოზარდის ასაცრელად აუცილებელია მშობლის თანხმობა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაციის ტემპები მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 

ამჟამად ისრაელში მოქმედებს საერთო ეროვნული კარანტინი. მოსახლეობას აკრძალული აქვს სახლიდან 1 კილომეტრზე მეტ მანძილზე გასვლა. დაკეტილია მაღაზიები და რესტორნები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,117 ნახვა
%d bloggers like this: