ქალი და მამაკაცი

რას წერდა ენდი რუნი 40 წელს გადაცილებულ ქალებზე

Nusagi

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, პოპულარული რუბრიკის „60 წუთი“ ავტორი და ყოფილი წამყვანი ენდი რუნი 40 წელს გადაცილებულ ქალებზე წერდა:

„ასაკთან ერთად უფრო ვაფასებ ქალებს, რომლებიც 40 წელს გადაცდნენ, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, 40+ ქალი არასდროს გაგაღივიძებს შუაღამისას, რათა გკითხოს: „რაზე ფიქრობ?“. მას ეს არ აინტერესებს.

თუ 40+ ქალს არ უნდა თქვენთან ერთად ფეხბურთის ყურება, არ დაიწყებს წუწუნს. წავა და დაკავდება იმით, რაც თავად სურს. – ჩვეულებრივ, რაიმე უფრო საინტერესო საქმით. 

40+ ქალი საკუთარ თავს კარგად იცნობს და იცის რა უნდა, ან მისგან რა უნდა სხვას. ამ ასაკის ძალიან ცოტა ქალს აინტერესებს, რას ფიქრობთ მასზე ან მის საქმიანობაზე. 

40+ ქალს აქვს საკუთარი ღირსება. სავარაუდოდ, არასდროს მოგიწყობთ ისტერიკას რესტორანში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილას. რა თქმა უნდა, თუ იმსახურებთ, წყნარად მიგაკლავთ ადგილზე, თუ შეძლებს. 

ასაკში შესული ქალები არ იშურებენ ქებას, თუნდაც მას არ იმსახურებდეთ. მათ ნანახი აქვთ, რა არის უმადურობა. 

40+ ქალები საკმაოდ თავდაჯერებულნი არიან. ისინი თამამად გაგაცნობენ თავის დაქალს, რასაც ვერ იტყვით ახალგაზრდებზე, რომლებიც პარტნიორებს არ ენდობიან და უახლოეს მეგობრებსაც არ აცნობენ. 40+ ქალს არ აღელვებს, თუ მისი მეგობარი მოგეწონებათ, რადგან კარგად იცის, რომ დაქალი არ უღალატებს. 

40+ ქალებს კარგი ინტუიცია აქვთ. არ გინდათ არაფრის აღიარება, ის ისედაც ყველაფერს ხვდება. 

40+ ქალს ძალიან უხდება მუქი წითელი ფერის პომადა, რაც იშვიათია ახალგაზრდებში. თუ რამდენიმე ნაოჭს დააიგნორებთ, მიხვდებით, რომ 40+ ქალი გაცილებით მიმზიდველი და სექსუალურია, ვიდრე ახალგაზრდა. 

40+ ქალები გულახდილები და ერთგულები არიან. ისინი პირდაპირ გეტყვიან, რომ არამზადა ხარ, ან იქცევი, როგორც არამზადა. არასდროს დაგჭირდება მკითხაობა იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობს შენზე. 

 ასე რომ, დიახ, არის ბევრი მიზეზი, რომ აღტაცებული იყო 40-ს გადაცილებული ქალებით. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი მამაკაცებზე. ყოველ არაჩვეულებრივ, ჭკვიან, მოვლილ 40+ ქალზე მოდის მელოტი, ღიპიანი, მოყვითალო შარვალში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც 20 წლის ოფიციანტი ჰყავს. ქალებს ბოდიშს ვუხდი, მამაკაცებისთვის  კი, რომლებიც ამბობენ: „რატომ ვიყიდო ძროხა, როდესაც შემიძლია, იაფად შევიძინო ხოლმე რძე“, სიახლე მაქვს: დღეს ქალების 80%-ს არ აინტერესებს ქორწინება. რატომ? იმიტომ, რომ სარდელის გამო, მთლიანი ღორის ყიდვა არაფერში სჭირდება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,690 ნახვა
%d bloggers like this: