მედიცინა

რეგულაციები ეტაპობრივად, გონივრულად და ეპიდსიტუაციის მონიტორინგით უნდა მოხდეს

Nusagi

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

„როგორც ხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაციაა, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად, გონივრულად და ეპიდსიტუაციის მონიტორინგით უნდა მოხდეს. ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა, რადგან შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,262 ნახვა
%d bloggers like this: