უცხოური მედია

რუსეთში, აქციებზე 3 296 ადამიანი დააკავეს

Nusagi

ოპოზიციონერი ბლოგერის, ალექსანდრ ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთში 3 296 ადამიანი დააკავეს. რუსული პრესის ინფორმაციით, ეს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში რეკორდული რიცხვია. 

 ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში დააკავეს – 1294. პეტერბურგში -489. ნოვოსიბირსკში- 96, ვორონეჟში – 92, ნიჟნი ნოვგოროდში- 90, ყაზანში-88.

ОВД-Инфо-ს ცნობით, დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ მათ პოლიციელებმა სცემეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ხელკეტებს თავში ურტყამდნენ. დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით დასჯიან. 

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, არასანქცირებულ მიტინგებზე დაკავებულია 40 ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანი დაშავებულია.

23 იანვარს მოსკოვის ქალაქებში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები გაიმართა. ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგი მოსკოვში ჩატარდა.  Reuters-ის ინფორმაციით, დედაქალაქში აქციაზე 40 000-მდე ადამიანი გავიდა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,427 ნახვა
%d bloggers like this: