კულინარია

საბურთალოზე მდებარე საცხობმა ახალ ხაჭაპურს „ესებუა“ დაარქვა

Nusagi

შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთმა საცხობმა ექსკლუზიურად შექმნილ ახალ ხაჭაპურს სახელად „ესებუა“ დაარქვა. ამის შესახებ საცხობის ფეისბუქგვერდზე წერია. თუმცა მათი განმარტებით, აღნიშნული გვარი კავშირშია ხაჭაპურის რეცეპტის შემქმნელთან და არა ბანკის დამყაჩაღებელთან. 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საცხობ “რაჭულ გემოში” ახლაც მიმდინარეობს კულინარიული სპეცოპერაცია. არომატდამცავების ცნობით ღუმელში შეიჭრა ახალი ხაჭაპური, რომელსაც “ესებუას” სახელით იცნობენ. მან მძევლად აიყვანა გემოს რეცეპტორები და მათი სამუდამო დატყვევებით იმუქრება! მსგავსი რამ ქართული ცომეულების გაერთიანებას ჯერ არ უნახავს…

დიახ, სწორად გაიგეთ, ახალ ხაჭაპურს სწორედ “ესებუა” ვუწოდეთ, თუმცა აღნიშნულ გვარს არანაირი კავშირი არ აქვს “იმ ესებუასთან”, გარდა იმისა, რომ მისი შემქმნელიც სწორედ ამ გვარის მატარებელია!“,-ვკითხულობთ „რაჭული გემოს“ ფეისბუქგვერდზე. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,471,951 ნახვა
%d bloggers like this: