სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია და დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
კლაარი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
Facebook Comments