ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 243 396-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 19, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 226, იმერეთში – 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 205, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 871 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 364 პირი, აჭარაში – 1 125, იმერეთში – 1 846“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.