პოსტები სოციალური ქსელიდან

აი ვის რაში სჭირდება ეს სიყალბე?-გია გაბრიჭიძე

Nusagi

,,იაგო, თაკო, ხაზარაძე, ნათელაშვილი, ბუაძე და კიდევ სხვები ჩვენი კანონმდებლები არიან. მათ უნდა დაწერონ კანონები, რომლითაც ჩვენ – თქვენ, მე, ჩვენმა ახლობლებმა, შვილებმა და საერთოდ ყველამ უნდა ვიცხოვროთ.ისინი ამას არ აკეთებენ და რაც არ უნდა ცუდად ისმოდეს, ფაქტობრივად ვეხვეწებით რომ პარლამენტში შევიდნენ.მაპატიეთ მაგრამ ეს სიტუაცია საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფაა!

აი ვის რაში სჭირდება ეს სიყალბე? ე.ი. მთავარია დემოკრატიის რაღაც ყოვლად უაზრო და ამაზრზენი გამოხატულება და არა ქვეყნის ინტერესები?არის ბრწყინვალე ფილმი “ტკბილი ნოემბერი” და იქ კიანუ რივზის გმირი შარლიზ ტერონის გმირს დაბადების დღეზე ქაღალდებისგან გამოჭრილ რაღაცეებს ჩუქნის. უაზრო, გამოუსადეგარ რამე-რუმეებს.ზუსტად ეგრე ვართ, მაგრამ ფილმში მამაკაცი გოგონას ახარებს და ჩემი აზრით ის ქაღალდის და პლასტმასის ნივთები 20 კარატიან ბრილიანტზე ძვირფასია. აქ კი სახელმწიფოა!!!

სახელმწიფო, რომელიც დიდი პრობლემების წინაშე დგას. არა რა, რაღაც “სტიკერების” ქვეყანა ვართ და არა ნორმალური სახელმწიფო.როგორ შეიძლება იაგოს ან ამ ე.წ. ოპოზიციონერებს ეხვეწო პარლამენტში შემოდითო იმის გამო, რომ ვიღაც სირმა კუბილაუსმა გაიღიმოს და თქვას დემოკრატიააო? ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. შეურაცხმყოფელი ამ არასამთავრობოულად მარაზმატული ცხოვრების წესის გამო!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,471,951 ნახვა
%d bloggers like this: