უცხოური მედია

ამერიკელი მოგზაური: მდიდარი რუსი ყველაზე ცუდი მდიდარია მთელ პლანეტაზე

Nusagi

ამერიკელმა მოგზაურმა დონოვან ნაგელმა, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში იმოგზაურა რუსეთში და ენაც შეისწავლა, რუსეთზე, მის კულტურასა და ხალხზე თავისი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა. 

ავტორი წერს, რომ რუსეთში ინგლისური ენა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცის, რაც მოგზაურისთვის ცუდი არ არის, რადგან იძულებულია, თავად ისწავლოს იმ ქვეყნის ენა, სადაც იმყოფება. მოგზაურისთვის აღმოჩენა იყო, რომ რუსეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა, და მაგილათად, თათარსტანში, სადც მან იმოგზაურა, ეთნიკურად სხვა ეროვნები ხალხი ცხოვრობს თავისი ენით, რელიგიითა და ადათ-წესებით. 

დონოვანის ნეგატიური განწყობა რუსეთში მცხოვრებმა შეძლებულმა ადამიანებმა გამოიწვიეს. მისი თქმით, ეს ადამიანები თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობენ, დანარჩენი ადამიანებისგან განცალკევებით.

„დამიჯერეთ, მდიდარი რუსები- პლანეტაზე მცხოვრებ ყველა მდიდარზე უარესები არიან. მათსა და ქვეყნის დარჩენილ ნაწილს შორის უზარმაზარი ნაპრალია. ისინი ჩვეულებრივ, მშრომელ ადამიანებს უყურებენ როგორც ჭუჭყს, თავად კი, დაუჯერებლად მდიდრულ, დეკადენტურ ცხოვრების წესს მისდევენ. ყოველთვის მძულდა სოციალიზმი, მაგრამ პრაქტიკამ დამანახა, რატომ იყო ამ ქვეყანაში ეს იდეოლოგია ასეთი პოპულარული“,-წერს ავტორი. ​

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,155 ნახვა
%d bloggers like this: