ბიზნესი

ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან

Nusagi

ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

„სამწუხაროა ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგები მართავენ როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ასევე ეკონომიკურ ვითარებას და ისინი წყვეტენ რა როდის უნდა გაიხსნას. ჩვენი, ბიზნესის შეთავაზებაა ძალიან მარტივი – რეგულაციების ფარგლებში შევძლოთ ბიზნესის მართვა. რაც მაგალითად, 24 დეკემბერს დამტკიცდა. დღეში მოლებმა დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი მიიღეს და ეს არის ათი დღის განმავლობაში მილიონი ადამიანი. მილიონი ადამიანი ისე გატარდა, რომ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია.

ჩვენ გვინდა დავანახოთ ეპიდემიოლოგებს და ეკონომიკურ გუნდს, რომ ბიზნესი განყენებული მხარე არაა და სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული დაახლოებით 300 000 ადამიანი უმუშევრადაა დარჩენილი. მაქვს ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ გარკვეულ პირებს სურთ სოციალური აფეთქება მოხდეს. რატომ გვინდა ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს მხრიდან იმართებოდეს გამოსვლები, მიტინგები, რომელმაც შეიძლება უფრო დაამძიმოს ეპიდვითარება. ჩვენ ვითხოვთ, ნებისმიერი სფერო, რომელიც დღეს ლოკდაუნშია და არ აქვს ფუნქციონირების შესაძლებლობა, რეგულაციების ფარგლებში, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, ეტაპობრივად გაიხსნას და შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს იმუშაონ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ამასთან, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განმარტებით, გაუგებარია პირველი თებერვლიდან რატომ იხსნება ზღვის კურორტი და რატომ არ შეეხო რეგულაციის შერბილება სამთო-სათხილამურო კურორტებს.

„ცოტა კომიკურად ჟღერს, რომ პირველი თებერვლიდან არ უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტი და პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას ზღვის კურორტი. ეს არის ალოგიკური და შეუსაბამო. ჩვენ ვითხოვთ პირველი თებერვლიდან გახსნას რესტორნები, იქედან გამომდინარე, რომ თუ სასწრაფოდ არ გაიხსნება რეგულაციებით სარესტორნო ბიზნესი, უბრალოდ ლიკვიდირებული იქნება. რესტორნები უბრალოდ ვეღარ იარსებებენ. ეს არაა მხოლოდ დამუხრუჭება, ესაა ლიკვიდაცია და ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საჰაერო სივრცის გახსნას, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ხუმრობს, რომ ალბათ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ეპიდემიოლოგები მიიღებენ. „იმიტომ რომ რესტორანი არ იარსებებს ამ დროს, თუ არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,787 ნახვა
%d bloggers like this: