საზოგადოება

ვაკისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Nusagi

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის და რიგის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ხომლის, უჩა ჯაფარიძის, ტოტო გუდავას და თევდორე მხატვრის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩერქეზიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,471 ნახვა
%d bloggers like this: