უცხოური მედია

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა

Italian Prime Minister Giuseppe Conte attends the debate at the Senate prior to a confidence vote, in Rome, Tuesday, Jan. 19, 2021. Italian Premier Giuseppe Conte fights for his political life with an address aimed at shoring up support for his government, which has come under fire from former Premier Matteo Renzi's tiny but key Italia Viva (Italy Alive) party over plans to relaunch the pandemic-ravaged economy. (Yara Nardi/pool photo via AP)
Nusagi

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Rainews24-ი ავრცელებს.

ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა.

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, – ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია „იტალია ვივა” მმართველი კოალიციიდან გავიდა. ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიე-რმინისტრი, ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,445 ნახვა
%d bloggers like this: