პოლიტიკა

მელია დამემუქრა, ის ტანად ჩემზე დიდია, მჭირდება იარაღის ტარების უფლება

Nusagi

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ  ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მას გაბრაზებულმა დაურეკა და დაემუქრა. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ტვ-პირველის ეთერში ისაუბრა.

„დამირეკა [ნიკა მელიამ] და ცუდი საუბარი გვქონდა. სამწუხაროდ, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, რომ თქვენი მეშვეობით გავარკვიო, რომ მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასე ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ის მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად და ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და მინდა, რომ თუ ეს მართლა მუქარაა და მართლა მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების უფლება მომცეს, იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს?!“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,163 ნახვა
%d bloggers like this: