ნიდერლანდებში საკარანტინო შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც რამდენიმე ადგილზე არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, წვავდნენ მანქანებს და ძარცვავდნენ მაღაზიებს. პასუხად, ძალოვნებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ძაღლებიც კი. დემონსტრაციის დასაშლელად ქუჩაში ცხენოსანი პოლიციაც გამოვიდა.
დემონსტრაციები არეულობაში ნიდერლანდების 5 ქალაქში გადაიზარდა, სადაც აქციის მონაწილეებმა იმ საავადმყოფოს ფანჯრები ჩაამსხვრიეს, სადაც კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ, ასევე დაწვეს სავაჭრო ცენტრი და ქუჩებში გააჩინეს ხანძარი. პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა.
23 იანვარს ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღეს- პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოქალაქეებს ეკრძალებათ საღამოს 9 საათიდან დილის 5 სთ-მდე გარეთ გასვლა. პოლიციამ 3500 ადამიანს უკვე გამოუწერა ჯარიმა.