Uncategorized

რუმინეთის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს ბრალი

Nusagi

რუმინეთის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კელინ პოპესკუ-ტერიჩანუს ქრთამის აღების მუხლით წაუყენა ბრალი. ამის შესახებ გამოცემა Balkan Insight-ი წერს.

გამოძიების ინფორმაციით, პოპესკუ-ტერიჩანუმ 2007-2008 წლებში პოლიტიკური კონსულტაციების სანაცვლოდ ავსტრიული კომპანიისგან 800 ათასი დოლარი მიიღო. პროკურატურის მტკიცებით, სინამდვილეში ამ ფულის სანაცვლოდ პოპესკუ-ტერიჩანუმ ავსტრიული კომპანიისთვის ხელსაყრელი რამდენიმე კანონი მიიღო.

ყოფილი პრემიერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პოპესკუ-ტერიჩანუს წინააღმდეგ გამოძიებას დაწყება 2019 წელს სცადეს, როდესაც ის სენატის თავმჯდომარე იყო, თუმცა დეპუტატებმა მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს. ახლა კი პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა.

კელინ პოპესკუ-ტერიჩანუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2004-2008 წლებში იკავებდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,690 ნახვა
%d bloggers like this: