უცხოური მედია

საფრანგეთში მოსახლეობას ხელთნაკეთი პირბადით სიარული აუკრძალეს

Nusagi

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას ,,გარდიანი” ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ინფორმაციით, ტარებისას მხოლოდ სამი სახის ნიღაბი იქნება რეკომენდებული: ქირურგიული ნიღბები, FFP2 და ქსოვილის ნიღბები, რომლებიც შეესაბამება 1 კატეგორიის სტანდარტებს (იცავს 95%-ით)

საფრანგეთის მედიცინის აკადემიამ განკარგულება გააკრიტიკა, მათი თქმით მეცნიერული მტკიცებულებების ნაკლებობაა იმისა, რომ ხელნაკეთი პირბადე ნაკლებად იცავს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ახალი განკარგულების შესრულება რთული იქნება.

”მე არ წარმომიდგენია, რომ პოლიცია ხალხს მათი ნიღბის დაცვის დონეს შეუმოწმებს”, – თქვა პრემიერ მინისტრის სპიკერმა.

განკარგულების წინაპირობა სამედიცინო ასოციაციების მიმართვა გახდა, რომლებმაც მიმართეს სახელმწიფო საბჭოს, რომ აუცილებელი გახდეს, მაღალი დაცვის პირბადეების ტარება: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტებში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,776 ნახვა
%d bloggers like this: