პოლიტიკა

NDI-ის კვლევის შედეგები საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რის გამო დასაჯა ხალხმა

Nusagi

NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა , – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ახლა, კარგი დროა დაფიქრდეს ოპოზიცია, სჭირდება, თუ არა მას ტაქტიკის შეცვლა.

“თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტის შემთხვევაშიც ხალხს სჭირდება ქომაგი, ამქარი, რომელიც მისდევს მის სოციალურ პრობლემებს. ოპოზიციას ბოიკოტის შემთხვევაშიც კი , ხალხთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა სოციალურ თემებზე და იმ თემებზე, რომელიც ჩვენს ოჯახების ყოველდღიურად განიხილება. კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ქომაგის არ არსებობა, რომელიც ოპოზიციის სახით ხალხს სჭირდება. ბოლო სამი თვეა, ყველა გადართული იყო რაუნდებზე, მაშინ, როცა ადამიანებს აქვთ გადარჩენის ამოცანა. მე თავიდანვე ვიყავი ამ ფრონტზე ბევრი მიზეზის გამო”, – განაცხადა მან.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,161 ნახვა
%d bloggers like this: