პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მალე ოპოზიცია, პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნის

Nusagi

„ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“ ასეთი პროგნოზი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მეტი წარმომადგენელი ერთვება, რომელთაც მაქსიმალურად უნდა მიეცეთ რეგლამენტირებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.

„რეგლამენტში ცვლილებების შესახებ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და არგუმენტაცია ამ ცვლილებების გარშემო არის ის, რომ იმ ფონზე როდესაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება. რომ გამოიყენონ ის საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტით აქვს ოპოზიციურ ფრაქციებს მიცემული.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,471,951 ნახვა
%d bloggers like this: