ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მიაგნეს პრეპარატს, რომელიც პერსპექტივაში, შესაძლოა, covid-19-ის სამკურნალოდ იქნას გამოყენებული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ეს არის სიმსივნის სამკურნალო წამალი პლიტიდეპსინი, რომელიც აპლიდინის სავაჭრო მარკის სახელით არის ცნობილი. ესპანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ის კორონავირუსს 30-ჯერ უფრო შედეგიანად ებრძვის, ვიდრე რემდესივირი.
Facebook Comments