უცხოური მედია

თურქული მინი-დრონი – მფრინავი ტყვიამფრქვევი Songar (ვიდეო)

Nusagi

თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღების პერსპექტიული სისტემების შექმნის საკითხში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ძალიან დიდ ყურადღებას ამ ქვეყანაში უპილოტო საფრენ საშუალებებს აქცევენ. ესენია სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონები, ასევე მცურავი უპილოტო გემები, რომელთა გამოშვებასაც თურქეთი ახლო მომავალში გეგმავს.

არსებობს კიდევ ერთ-ერთ სისტემა, რომელიც თურქეთის არმიამ შეიარაღებაში 2020 წელს მიიღო. ეს არის მინი-დრონი Songar, რომელსაც კიდევ „მფრინავ ტყვიამფრქვევს“ უწოდებენ.

დრონი შეიარაღებულია 5,56 მმ-ის კალიბრის ტყვიამფრქვევით, რომლის საბრძოლო კომპლექტში 200 ვაზნა შედის. მინი-დრონი ტყვიამფრქვევით და სრული აღჭურვით მხოლოდ 25 კილოგრამს იწონის, ანუ მისი გადატანა ჩვეულებრივი ავტომობილით არის შესაძლებელი. დრონზე სხვა ტიპის ტყვიამფრქვევის დაყენებაც შეიძლება.

დრონს ოპერატორისგან 10 კილომეტრის დისტანციაზე ფრენა შეუძლია. ტყვიამფრქვევის გამოყენება კი ოპერატორიდან 3 კმ-ის დისტანციაზეა შესაძლებელი. სროლის სიზუსტე დამიზნების ელექტრონული სისტემის და ბალისტიკური კალკულატორის გამოყენებით მიიღწევა.

ამ დროისთვის მფრინავ ტვიამფრქვევს მიზანის განადგურება 200 მ-ის დისტანციაზე შეუძლია, რაც არც ისე ცოტაა, თუმცა ინჟინრები ამ მახასიათებლების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. მომავალში მინი-დრონი დამიზნებით სროლას 400 მ-ის დისტანციიდან შეძლებს, რაც მსუბუქი იარაღისთვის მას პრაქტიკულად უვნებელს გახდის.

ეს სისტემა იდეალურია ქალაქში ბრძოლის დროს. ასევე მისი გამოყენება გზებზე ჩასაფრების წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც არის შესაძლებელი.

დრონი თურქულმა კომპანია Asisguard-მა შექმნა. სხვა უპილოტო საფრენი მოწყობილობების მსგავსად, მისი ძირითადი დანიშნულება ცოცხალი ძალის დანაკარგის შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და რუსეთში მსგავსი ტიპის შეიარაღებაზე ახლა მხოლოდ მუშაობა მიმდინარეობს. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს კი ის უკვე გააჩნია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,906 ნახვა
%d bloggers like this: