პოლიტიკა

მუქარები, თავდასხმები ელისაშვილთან და იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში აჩვენებს, როგორია რეალურად დემოკრატიის ხარისხი ოპოზიციაში

Nusagi

მუქარები, თავდასხმები ალექსანდრე ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, აჩვენებს, თუ როგორია რეალურად დემოკრატიის ხარისხი შიგნით ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ბანაკი გაყოფილია ორ ნაწილად რადიკალური ოპოზიციად და კონსტრუქციულ, ჯანსაღ ოპიზიციად.

„ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოლაპარაკების პროცესმა და არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ ამას, თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამ დღეებში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სწორედ ორ ბანაკად არის გაყოფილი. ეს გამოჩნდა განცხადებებში, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს ადანაშაულებს, რომ შიგნით მათ ჰქონდათ საუბარი, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა და ბლოკირება უნდა მომხდარიყო, როცა ადგილი ჰქონდა მუქარებს და ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გახლავთ, თუ როგორი თავდასხმები მოხდა ალექსანდრე ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში. ეს აჩვენებს თუ რეალურად როგორია დემოკრატიის ხარისხი შიგნით ოპოზიციაში, ისინი განსხვავებულ აზრს უმკლავდებიან ყველაზე არაცივილიზებული მეთოდებით, ზეწოლით, შეურაცხყოფით და ამ აზრის დახშობის მცდელობებით. ეს მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ეს არ არის ჩემი შეფასება მხოლოდ. ეს გვახსენებს იმას, თუ როგორ იქცეოდა რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გვახსენებს იმ ყველაფერს, თუ რატომ არ აძლევს საზოგადოება ხმას ამ ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნებით გამარჯვებას ვერ მიაღწიეს ამიტომ ისინი ცდილობდნენ ჩაეშალათ მოლაპარაკებები, აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა, თავს დასხმოდნენ არჩევნების შედეგებსაც,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ოპოზიციის შესვლა პარლამენტში. რაც შეეხება მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მას აქვს ჩამოყალიბებული თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორია მისი მოსაზრება, არ დააკონკრეტა.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, 2 თებერვალს არის კენჭისყრა ამ საკითხზე. ერთადერთი რაშიც მინდა დაგარწმუნოთ დღესვე, მმართველი გუნდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში,”- განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,091 ნახვა
%d bloggers like this: