ჯანდაცვა

„შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ – ტიკარაძე

Nusagi

„ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში, როგორც არის დღემდე განსაზღვრული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უკურეაქციის შედეგი არ უნდა დადგეს.

„სახელმწიფოს მიდგომა არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ.

ვინაიდან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ხელახალ ჩაკეტვებზე. ვიცით ეს რამდენად მძიმეა და შესაბამისად, ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე.

ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება როგორც ჩაკეტვების გეგმაში, როგორც არის დღემდე განსაზღვრული. შემდეგ პერიოდში როდესაც ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით 4%-ზე ნაკლებ დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა თუ რომელიმე კვირის სხვა ორი დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,015 ნახვა
%d bloggers like this: