სატანისტურმა ტაძარმა TCT-მ მასაჩუსეტსის შტატის სასამართლოში ქალაქ ბოსტონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ 26 იანვარს Boston Herald-მა გაავრცელა ინფორმაცია.
ტაძარს არ მოწონს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ქალაქის საბჭოს ღია სესიაზე სატანისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, წაიკითხონ შესავალი ლოცვა, რაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის დაშვებულია.
სატანისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ მიზეზით ვერ შოულობენ სპონსორებს მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და კანონის ინიცირებას ახდენს. ასეთი სპონსორების გარეშე მსახურება შეუძლებელია, აცხადებს სატანისტური ეკლესია.
ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონფესიების შერჩევის პროცედურა ლოცვის კითხვისას, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის გამო, ტაძარი თავისი მრევლის უფლებების დაცვას ითხოვს. ბოსტონში სატანისტური ტაძრის მრევლი 2449 ადამიანისგან შედგება.