ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე: ერთადერთი შემიძლია, რომ მთავრობას რეკომენდაციით მივმართო, შეზღუდვების მოხსნა დაჩქარებულად განიხილოს

Nusagi

ერთადერთი შემიძლია, რომ მთავრობას რეკომენდაციით მივმართო, შეზღუდვების მოხსნა დაჩქარებულად განიხილოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უთანაგრძნობს ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა, მაგრამ როგორც ექიმი მის მოხსნას მხარს ვერ დაუჭერს და ემხრობა იმას, რომ ეტაპობრივად მოიხსნას შეზღუდვები.

“ერთი მხრივ გულწრფელად თანავუგგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა. ადამიანურად მხარს ვუჭე, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, ამ ტენდენციას მხარს ვერ დავუჭერ. მე ვარ მომხრე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მომხრე, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ შეცდომას გავიმეორებთ, რაც ზაფხულში დავუშვით. გაზაფხული-ზაფხულში იდეალური მდგომარეობა გვქონდა, 19 ადამიანი იყო გარდაცვლილი და 1500 ინფიცირებული. ამან გაგვათამამა და პრაქტიკულად ყველაფერი გახსნილი იყო შედეგად მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერი და უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ხემეორე იძულებითი შეზღუდვები გამოიწვია. მესმის, რომ ეს ცუდია ბიზნესისთვის და ზამთრის კურორტებისთვის, სადაც დრო მიდის და შემდეგში რომც გაიხსნას, სეზონი აღარ იქნება. მაგრამ უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ.

ერთადერთი შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შესაძლოა უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ გავიაროთ დანის პირზე და ოქროს შუალედი მოვძებნოთ და შევეცადოთ, იქ სადაც მცირე შანსი არსებობს, რომ რისკების გაზრდის გარეშე შეგვიძლია შეზღუდვები მოვხსნათ, ეს გავაკეთოთ. ამის კომპენსაცია იმით მოვახდინოთ, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ რეკომენდაციებს – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი და მეთვალყურეობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,128 ნახვა
%d bloggers like this: