სოციალური ქსელები და მედია

მორიგ აფერასთან გვაქვს საქმე, რა ვაქცინის მყიდველია სააკაშვილი, პატიმრებს სნეულებით ალპობდნენ ციხეებში

Nusagi

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იშოვა.

გია აბაშიძის თქმით, სავარაუდოდ, საქმე მორიგ აფერას ეხება.

„დიდი ალბათობით, მორიგ აფერასთან და მავნებლურ ცირკაჩობასთან გვაქვს საქმე. რა ვაქცინის ანდა რა ხარისხის მყიდველია სააკაშვილი და ქართველებზე გაბოროტებული თემურ ალასანია?! კბილები დააძრო ასაკოვან ხალხს და ისე წავიდა პრეზიდენტობიდან; პატიმრებს სნეულებით ალპობდნენ ციხეებში; პანდემიის დროს უსაფრთხოების დაუცველობის გამო ლიცენზიაჩამორთმეული უკრაინული ავიაკომპანიით აპირებდა ჩვენი ფულით ემიგრანტების ჩამოყვანას…რომელი ერთი ჩამოვთვალო შლეგი სააკაშვილისა და მისი მარიონეტი გვარამიას შავი ბიოგრაფიებიდან?არ მჯერა ამ მორიგი ბოროტი ხუმრობის!“,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,663 ნახვა
%d bloggers like this: