სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული

Nusagi

დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების აქცენტი იმ პირების დადგენაზე გაკეთდება, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, – განაცხადა სადრაძემ.

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე უკვე მესამედ იკითხება.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიებa daasrula. საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,751 ნახვა
%d bloggers like this: