სამართალი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ქმედებებში ბრალდებულებმა მელაშვილმა და ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

Nusagi

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს. მელაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას – ეს ერთი. მეორე – ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”, – განაცხადა მელაშვილმა, რომელმაც შეკითხვაზე, ელოდა თუ არა გათავისუფლებას ასევე აღნიშნა: „კიც და არაც, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს”.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ იცერი მელაშვილის თანამდრბობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, თუკი, სასამართლო მაინც გირაოს გამოიყენებდა, ეს გონივრული თანხა უნდა ყოფილიყო.

დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე პირად თავდებში რამდენიმე პირი შესთავაზა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია, , ნინო გოგუაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, საბა ბუაძე. მოძღაობა „სირცხვილიას“ ლიდდერმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ „სირცხვილია“ ითავებს ბრალდებულებისთვის გირაოს თანხის შეგროვებას.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,152 ნახვა
%d bloggers like this: