პოსტები სოციალური ქსელიდან

ბონდო მძინარაშვილი: თქვენ, რა, სულ გამოტვინდით?!

Nusagi

,,ჭკვიანი მტერი თუ უგნური მოყვარე?
ადამიანი გამოვიდა ციხიდან!
დროებით გამოვიდა, გირაოთი: აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – შეუცვალეს!
არ გაუსამართლებიათ და არ გაუმართლებიათ!
დროებით გამოუშვეს!
სასამართლომდე!
ამ ადამიანს პროკურატურა ედავება სახელმწიფოს საზიანოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას!
საქართველოს ტერიტორიის, ქართული  მიწის გასხვისების მცდელობას ედავება!
ეს ციხიდან გამოსული ადამიანი მივიდა ტელევიზიის სტუდიაში!
მივიდა და რა თქვა?
თქვა ის, რაც მანამდე ქნა!
რასაც პროკურატურა ედავება, სწორედ ის დაადასტურა!
გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ჩვენი არ არისო!
მოლაპარაკებების თემაა, მაგრამ ჩვენი არ არისო! არც დაგვითმობსო!
სტუდიაში შეკრებილი ადამიანები ტაშს უკრავდნენ!
მათ შორის, ისინიც, ვინც დეპუტატის მანდატი მოიპოვა!
მეტი რა ქნას ამ ადამიანმა?!
პირდაპირ აცხადებს: ის, რაც ჯერ სადავოა და მოლაპარაკების თემაა, ჩვენი არ არისო!
და ასეთ ადამიანს აცხადებენ გმირად!
თქვენ, რა, სულ გამოტვინდით?!
ეს რა არის?!
ეს როგორ შეიძლება?!
ეს არის სამშობლოს ღალატი!
ასე ლაპარაკიც კი სამშობლოს ღალატია!
ამის მთქმელისთვის ტაშის დაკვრა კი სამშობლოს ღალატის წახალისებაა!
ასე როგორ უნდა დაგაბრმავოთ პოლიტიკურმა სიხარბემ, თქვე მართლა ერთიანად მოსათხრელებო?!-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბონდო მძინარაშვილი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,156 ნახვა
%d bloggers like this: