უცხოური მედია

გერმანიის ვაქცინის კომიტეტის რეკომენდაცია: AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს

Nusagi

გერმანიის ვაქცინის კომიტეტი აცხადებს, რომ ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს.

კომიტეტის მტკიცებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი აღნიშნულ ვაქცინას მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში რამდენიმე კვირაა იყენებს და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხოა და „მაღალი დონის დაცვას“ უზრუნველყოფს.

საკითხს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას გერმანიის რეკომენდაცია არ აღელვებს. ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ განმარტა, რომ AstraZeneca ვაქცინა “ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში”.

შეგახსენებთ, ევროკავშირს ვაქცინების წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან მიწოდებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს. რამდენიმე დღის წინ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ევროპის საწარმოებში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაპირებული რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას ვერ შეძლებდა. ბლოკისთვის მისაწოდებელი ვაქცინის რაოდენობა Pfizer-BioNTech-მაც შეამცირა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,873 ნახვა
%d bloggers like this: