პოლიტიკა

გია აბაშიძე: ღამე ტელევიზიით ნაცოპოზიციის რეალური სახე – ვერაგი ფარისევლები ვიხილეთ

Nusagi

ტვ-პირველის სკანდალურ ეთერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება. მისი თქმით, გადაცემაში მაყურებელმა ოპოზიციის რეალური სახე- ვერაგი ფარისევლები იხილა.

“ნაცსექტის ტელეარხებზე ნაცოპოზიციისა და მისი ვასალების სრული თვითლუსტრაცია ვიხილეთ ივერი მელაშვილის თამადობით. თურმე დავითგარეჯა ჩვენი არ ყოფილა. გესმით? ის ისტორიული, მორწმუნეთათვის ერთ-ერთი წმინდა სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოსი არაა. ტაშიც კი დაუკრეს მელაშვილს.

ამ სამარცხვინო და ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკანების მოსმენა შეუძლებელია. ეს გაიძვერა უტიფრები, თანამდებობებისა და პრივილეგიების გამო საკუთარ რწმენაზეც რომ იტყვიან უარს და შემდეგ ტელეკამერებთან პოზიორობენ საეკლესიო დღესასწაულებებზე. აი, ესაა ნაცოპოზიციის რეალური სახე – ვერაგი ფარისევლები!

საქართველოსთვის სირცხვილია ასეთი მოღალატე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი! მალე უნდა გაეცეს სამართლებრივი და სიღ რმისეული პასუხი დავითგარეჯას გამყიდველებსა და მოღალატეთა მიერ დაქირავებულ მარიონეტებს!“,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

28 იანვარს, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლა. საღამოს კი, ტვ-პირველის გადაცემა „რეაქციაში“ მელაშვილმა განაცხადა, რომ ის უსამართლოდ იყო დაკავებული და დავით გარეჯი  საქართველოსი არ არის.

„როგორაა შენი, როცა არ არის შენი. არა გაქვს ამისი საფუძველი, არა გაქვს, და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო, ეუბნები, ჩემიაო. არ არის სწორი, არ არის შენი“,-განაცხადა ივერი მელაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,155 ნახვა
%d bloggers like this: