პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო

Nusagi

ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! ,-ასე ეხმაურება პოლიტიკური საბჭოს წევრი ვასილ მაღლაფერიძე ტვ-პირველის სკანდალურ გადაცემას, სადაც ივერი მელაშვილი და მიწვეული სტუმრები საუბრობდნენ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის.

„საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“,-წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,445 ნახვა
%d bloggers like this: