საზოგადოება

თორნიკე ზედელაშვილი: სასაცილოა ოპოზიციის მოთხოვნა!

Nusagi

თორნიკე ზედელაშვილი – პოლიტიკის მეცნიერებათა ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი საქართველოში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კიბერუსაფრთხოების თემაზე. მისი სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია უკრაინულ და პოლონურ გამოცემებში. მონაწილეობდა არაერთ საერთასორისო კონფერენციაში.
დაინტერესებულია, როგორც საერთაშორისო პოლიტიკით, ასევე საშინაო საკითხებით. 
თორნიკე ზედელაშვილი ამჯერად გვთავაზობს სტატიას ელექტრონული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ასერიგადაა აჟიტირებული ე.წ. ოპოზიცია.


,,31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ოღონდ ელექტრონული ტექნოლოგიით.
დღეს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოლაპარაკეთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის მორგება ელექტრონულ, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. სამწუხაროა ისიც, რომ ამ კუთხით საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ მიეწოდება. მე მგონი, დღეს იმაზე არავინ დაობს, რომ საარჩევნო სისტემის არსებული ფორმა უნდა შეიცვალოს, დაიხვეწოს, მაგრამ გასარკვევია, გვჭირდება კი ელექტრონული არჩევნები? თუ გვჭირდება, რა ფორმით? შეუძლია კი ჩვენს ქვეყანას ამ ტექნოლოგიების შეძენა, კოვიდკრიზისულ პერიოდში?

ე.წ. ოპოზიციონერები სანდო არჩევნების ჩატარების საკითხს ელექტრონულ ტექნოლოგიებს უკავშირებენ, მაგრამ დეტალურად არავინ საუბრობს, რა იგულისხმება ამაში. სიმართლე გითხრათ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ არ ესმით ელექტრონული არჩევნების საკითხი, არ იციან, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ ევროპის ქვეყნებსა და თუნდაც ამერიკის შეერთებულ სტატებში. მაგალითად, უკრაინაში მჯდომარე მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკანორ მელიას თავმჯდომარედ არჩევის დროს ელექტრონული არჩევნების სისტემა გამოიყენა და ქართულ საზოგადეობას დაპირდა, რომ ამ სისტემას საქართველოშიც დანერგავს. ეს ისეთივე ბლეფია, როგორც მისი დაგებული გზები, შეღებილი კორპუსები, მოგებული ომი, აშენებული ქარხნები და ასე შემდეგ. დარმწუნებული ვარ, სააკაშვილი საერთოდ ვერ ერკვევა ამ სისტემაში.
ელექტრონული არჩევნების ბევრნაირი განმარტება არსებობს: ის წარმოადგენს სისტემას, სადაც ხორციელდება ხმის ჩაწერა, ხმის მიცემა ან დათვლა, პოლიტიკურ არჩევნებსა და რეფერენდუმებში, მოიცავს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

არსებობს ელექტრონული არჩევნების რამდენიმე მოდელი. საერთო ჯამში კი გულისხმობს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებულ კომპიუტერულ სენსორულ ეკრანებს, რომლებზეც კანდიდატურებია გამოსახული და ამომრჩეველი თითის დაჭერით ირჩევს სასურველს.
დემოკრატიის განვითარებისთვის, საზოგადოებრივი პოზიციის გამოსახატავად, მინიმალური ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანია. საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, სანდო არჩევნების ჩატარების გარანტი შეიძლება იყოს? ეს არავინ ისიც, ე.წ. ოპოზიციური ლიდერები არ აკონკრეტებენ, რატომ იქნება ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნები სანდო? მრავალი მაგალითი არსებობს, სადაც ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგია ფართო მასშტაბით გამოიყენება: ბელგია, ბრაზილია, არგენტინა, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, მექსიკა, ინდოეთი, ვენესუელა, აშშ და სხვა. ისეთი ქვეყნების რაოდენობაც ბევრია, სადაც აღნიშნულ ტექნოლოგიაზე უარი თქვეს – მაგალითად: იტალია, გერმანია, ბრიტანეთი, ავსტრალია, პარაგვაი, ნორვეგია, ყაზახეთი, ირლანდია, გვატემალა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვის რესურსი ბევრ ქვეყანას გააჩნია, მაინც ამჯობინებენ ხელით დათვლას და ქაღალდის ბიულეტენებს. ძირითად მიზეზად ელექტრონული ტექნოლოგიის არასანდოობა და კიბერსაფრთხეები სახელდება.

შეგვიძლია თემა უფრო დავაკონკრეტოთ: ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგია არ საჭიროებს ინტერნეტს, თუმცა ჰაკერული თავდასხმის რისკი მაინც დიდია. ასევე არსებობს სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზები – მაგალითად, 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმის მიცემის აპარატურა კანდიდატების მონიშვნას არასწორად ახდენდა, რამაც ბევრი ამომრჩეველი უკმაყოფილო დატოვა. ხმას აძლევდნენ ერთ კანდიდატს, ეწერებოდა მეორეს.
2015 წელს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „საქართველო-ესტონეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია სხვა ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებები, ელექტრონული პირადობის მოწმობის პოპულარიზაცია, ინტერნეტზე წვდომა ყველა ქალაქში, სოფელსა და რეგიონში“.

ამ განცხადების შემდეგ 5 წელიწადზე მეტი გავიდა. რასაკვირველია, საქართველო ახლა უფრო მეტად არის წინ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბევრ ქალაქსა და სოფელში შევიდა ინტერნეტი, უფრო მეტმა ადამიანმა აიღო აიდი-ბარათი, მაგრამ მაინც, როგორ შეიძლება მივაღწიოთ სანდო და ელექტრონულ არჩევნებს, როცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან მაინც გვაქვს გაუთვითცნობიერებლობა, სიბნელე და უნდობლობა კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში? დღემდე არ წყდება აიდი-ბარათებზე უამრავი დეზინფორმაცია, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს არის სატანისტური პირადობის მოწმობა. ასევე გვახსოვს უარყოფითი რეაქცია 5G ინტერნეტის ანტენებთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილი კოვიდის გავრცელებას ამ ანტენებს უკავშირებს. 5G სისტემა არის უფრო სწრაფი ინტერნეტი, მეტი არაფერი, არავითარი სატანა, არავითარი დემონი. ასევეა აიდი-ბარათიც… შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში ნამდვილად არ ამოგივათ რქები და არ დაიწყებთ ღამ-ღამობით ბავშვების ჭამას.
მოდით, ახლა დავსვათ ერთი მეტად ლეგიტიმური შეკითხვა: ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იღებს თანამედროვე ტიპის ელექტრონულ პირადობის მოწმობას იმის გამო, რომ სატანური ბარათი ჰგონია, რანაირად უნდა ჩაატარო ელექტრონული არჩევნები? 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ტექნოლოგიის დანერგვას სჭირდება ფინანსური და ადამიანური რესურსი, საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, პერსონალის გადამზადება, კომპიუტერული სისტემების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ.
ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებს მრავალი ფუნქცია გააჩნიათ, მათ შორის დაშიფვრა-რანდომიზაციის და საკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემები. ეს უფრო დეტალურ ანალიზს მოითხოვს, რაც პროგრამისტების საქმეა. აღნიშნული ტექნოლოგია მოიცავს: ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებს, გამოკითხვის მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების სისტემას (ინტერფეისს), ხმის მიცემის ერთმანეთთან დაკავშირების სისტემებს – სენსორულ ეკრანებს, ოპტიკური ნიშნის ამომცნობებს, ელექტრონულ ბიულეტენებს, სკანერებს, ვებ-გვერდებს. ასევე, სპეციალურ ინტერფეისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლისთვის, უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტს ან აუდიო მოწყობილობებს, ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის უფრო მარტივ წვდომას და გაუნათლებელი ამომრჩევლისთვის უფრო მარტივ ინტერფეისს.
ელექტრონულ არჩევნებს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, დადებით მხარეებში შეიძლება მოვიაზროთ: 1. სწრაფი დათვლა, 2. უფრო ზუსტი შედეგები (რადგან ადამიანური შეცდომა გამორიცხულია), 3. მარტივად შესრულება პროცედურებისა და საარჩევნო სისტემების ფორმულებისა, 4. გაუმჯობესებული პრეზენტაცია, 5. ამომრჩეველთა კომფორტის გაზრდა, 6. პოტენციურად გაზრდილი მონაწილეობა, 7. ზედმეტი ადამიანის ჩარევის გამორიცხვა და თაღლითობის პრევენცია უბნებზე, 8. გაზრდილი ხელმისაწვდომობა (უსინათლოთათვის აუდიო ბიულეტინები, საზღვარგარეთიდან ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით), 9. მრავალენოვანი მომსახურების შესაძლებლობა, 10. გაფუჭებული ბიულეტენების შემცირება (ელსისტემას შეუძლია გააფრთხილოს ამომრჩეველი ბათილი ბიულეტენის შესახებ – მაგალითად, თუ ამომრჩეველმა ცარიელი დატოვა გრაფა, ამ შემთხვევაში ბიულეტენი გაბათილდება, მაგრამ პროგრამა გვაფრთხილებს ამის შესახებ), 11. დაბეჭდვის ხარჯების შემცირება, 12. განაწილების ხარჯების დაზოგვა, 13. ბიულეტენების გადაზიდვის ხარჯების დაზოგვა და ა.შ.
უარყოფითი მხარეები: 1. გამჭვირვალობის ნაკლებობა, 2. შეზღუდული ღიაობა (კომპიუტერის არმცოდნე ადამიანისთვის რთულია ახსნა), 3. შეთანხმებული სტანდარტების არარსებობა, 4. საიდუმლოების პოტენციური დარღვევა (პირადი მონაცემების, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ამომრჩევლის ამოცნობაა საჭირო), 5. ჰაკერების პოტენციური წვდომა სისტემაზე, 6. ინსაიდერების (პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო დაშვებულია საიდუმლო ინფორმაციასთან) ჯგუფის მიერ შესაძლო სისტემაზე წვდომა და ციფრებით მანიპულაცია, 7. გაზრილი ხარჯები ტექნოლოგიის შესყიდვისთვის, ფუნქციონირებისთვის, 8. ცალკე ხარჯები ადამიანური რესურსისთვის, 9. გადამზადების ხარჯები, 10. გარემოსდაცვითი მოთხოვნები აპარატურის უზრუნველსაყოფად (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.), 11. უსაფრთხოების მოთხოვნების გაზრდა ელტექნოლოგიების დასაცავად და არჩევნების გაუყალბებლად ჩასატარებლად, 12. ბიულეტენების გადათვლის შეზღუდული შესაძლებლობები, 13. ამომრჩეველთა დამატებითი განათლების საჭიროება, 14. სამართლებრივი ჩარჩო, 15. საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.
აი, ასეთი მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი ტექნოლოგიური საარჩევნო სისტემები არსებობს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ეს თემა საერთოდ არ არის გაანალიზებული. ამათ ჰგონიათ, არჩევნების დღეს, დილით ცესკოში გამოცხადდებიან, წითელ “კნოპკას” თითს დააჭერენ და წავიდააა, არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად.

დღეს გამოდიან და აცხადებენ, არჩევნები გაზაფხულზე ჩავატაროთო, მარტში ან აპრილშიო, თანაც ელექტრონულადო. სასაცილოა, ამ ყველაფრის მომზადება-გადამზადებას რამდენიმე წელიწადი სჭირდება. ჩვენ საწყის ეტაპზე შეგვიძლია დავნერგოთ და გამოვიყენოთ ელექტრონული დათვლის სისტემა. ამ შემთხვევაში უფრო მარტივად არის საქმე. სხვათა შორის, მსგავსი პროექტი ცესკოს მიერ პირველად 2018 წელს შუალედურ არჩევნებზე ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე წარმატებით განხორციელდა. საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, 2019 წლის 19 მაისს გამოიყენეს. თემა მეტად რთული და საკამათოა. ვიმეორებ, საქმე არ არის ისე, მიხვალ, თითს დააჭერ და არჩევნები ჩატარდება. ელექტრონული სისტემა უფრო მეტ სიფრთხილეს, მეტ ფინანსებს, მეტ ყურადღებას, გადამზადებას და განათლებას ითხოვს, ვიდრე “მამა-პაპურად” ჩატარებული”.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,157 ნახვა
%d bloggers like this: