პოლიტიკა

იმ სიწმინდეებსა და მიწებზე ამბობ უარს, რომელიც შენმა წინაპარმა ააგო, ილოცა და დაიცვა? ვინ ხართ თქვენ?

Nusagi

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი დავით გარეჯის ირგვლვ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართვას, ვინც ივერი მელაშვილის პოზიციას იზიარებს, რომ გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის.

„ვინ ხართ თქვენ?ცოტა აზრზე ხომ არ მოხვალთ? ან რაზე ლაპარაკობთ ან რას ბჟუტურობთ? გასაგებია, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე საქართველოში „მოსულა“ რაც გინდა წამოყრანტალო- თეთრზე შავი თქვა, ოღონდ ფული იშოვო, ოღონდ თანამდებობა დაიკავო, ოღონდ მერე შენიანები დაასაქმო და ფული აშოვნინო, საბოლოოდ ქვეყანა დააქციო, ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მაგრამ …იმის შეფუთვაც, რომ გირაოთი გამოშვებული ადამიანი აპრიორი უდანაშაულოდ გამოაცხადო, მითუმეტეს, როცა გამოძიება ჯერ (!) დასრულებული რა არის ესეც გასაგებია, შეიძლება ჭამოს და ყლაპოს ვინმე კიდეც, მაგრამ …

პირდაპირ ეთერში, მელაშვილი როცა გიცხადებს, რომ არ არის დავით გარეჯი ჩვენი, რომ სადღაც ვიღაც ბერი თუ ერისკაცი კელიასთან სანთელს დაანთებს, ეს არ ნიშნავს რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, და უფრო მეტიც ხაზს უსვამს რომ ამას წყალი არ გაუვა… აქ კი მართლა მაინტერესებს წამით, წამით მაინც არ გაგიჩნდა სირცხვილის გრძნობა, რომ თურმე რაზე მსჯელობთ, უფრო სწორედ ტლიკინებთ?

არ დაფიქრდით იმაზე, რომ არა ბერის თუ ბერების დანთებული სანთლები, რომ არა ერისკაცების მოქნეული ხმლები, რომ არა მათი სამშობლოსათვის შეწირული სულები, ახლა საქართველო უფრო პატარა იქნებოდა ? ..თუმცა რა, თქვენ ხომ იმ დიად ბელადს-სააკაშვილს ემსახურებით, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს ქვა-ღორღი უწოდა ! თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომლებაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველომ დაიწყო ომიო-ამას მიეცით ხმა! მერე დროშები გაშალეთ და საქართველო ოკუპირებულია იძახით, საინტერესოა ვინ შეუწყო ხელი მის ოკუპაციას?

პირდაპირ გეუბნებით, თქვენი პარტიულ-მავნებლური და პირადი ინტერესები თქვენთვის შეინახეთ, მაგრამ ერთი ადგილი დააყენეთ და საქართველოს ტერიტორიებს და მიწებს ნუ ეხებით, ეს თქვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არაა და არც არასოდეს იქნება, ამას ქართელი ხალხი თვითონ გადაწყვეტს!

ისე აშკარად ჩანს ძალიან, ძალიან გეშინიათ დღევანდელი ხელისუფლების, თითქოსდა მათთან ბრძოლაში თქვენთვის ყველა მეთოდი მისაღები, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით საქართველოსა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არ თუ ნუ წახვალთ, არამედ არ წახვიდეთ თორემ ვერდიქტი იმაზე მწარე გექნებათ ვიდრე არჩევნებზე გაქვთ!

და ბოლოს არ შემიძლია მაინც არ გკითხოთ: • იმ ბერმა, აი იმან, მელაშვილმა, რომ გვითხრა სანთელს ანთებსო, საინტერესოა სალოცავი ჩვენი საზღვრებს გარეთ ააგო?

• როდის ახლახანს, როცა გარეჯის საკითხი აქტუალური გახდა თუ საუკუნეების წინ?

• თუ საუკუნების წინ მისმა წინაპარმა ააგო?

• და იქ ილოცა?

• და შენ გინდა ეს გაასხვისო?

• იმ სიწმინდეებსა და მიწებზე ამბობ უარს, რომელიც შენმა წინაპარმა ააგო, ილოცა და დაიცვა? ვინ ხართ თქვენ?

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,473 ნახვა
%d bloggers like this: