პოსტები სოციალური ქსელიდან

რატომ უნდა დამიზუსტოს ჩემი ქვეყნის საზღვარი ვინმე ილიჩოვამ?-გელა ზედელაშვილი

Nusagi

,,ეს ის ქედია, ის მიწაა, რომელსაც აზერბაიჯანელები გვედავებიან.შეიძლება არც გვედავებიან, მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს მიწა, ეს ქედი, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს ნაწილი ჩვენი არ არის!ჩვენ არ ვამტკიცებთ, ისინი ამტკიცებენ… რუსეთის აგენტები, სამშობლოს მოღალატეები პოლიტპატიმრებად რომ შერაცხეს და დღეს მათ გამოშვებას ზეიმობენ.მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ეძებს სამსახურს და მიწის მზომელებიც ბლომადა გვყვანან, საზღვრებს მიდგენს ვინმე ილიჩოვა, რომელიც ქართულად ვერ მეტყველებს, რუსულად ლაპარაკობს და საერთოდ, რისთვისაა ამ საქმეში ჩართული, არავინ იცის.

აი, ესაა ამ ქვეყნის უბედურება!ამიხსენით, ხალხო, რატომ უნდა დამიზუსტოს ჩემი ქვეყნის საზღვარი ვინმე ილიჩოვამ?!მითხარით, რომ ვტყუი!მითხარით, რომ ქსენოფობი და ფაშისტი ვარ!მითხარით, რომ დიახაც, ეგეთი წესია, მხოლოდ მიწა კი არ უნდა ამიზომოს ილიჩოვამ, მავთულხლართებიც უნდა გამიბას და ცხოვრების წესიც დამიდგინოს!ჰოდა, მიკვირს… არა, არ მიკვირს… უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ, ვეღარ გამიგია, ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ქართული მიწა სხვისიაო, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან? მეტიც, ისინი პატრიოტები არიან? გმირებიც? ახლა გირაო რომ აქვთ გადასახდელი, ჩვენ მოვუგროვოთო, ვალდებულნი ვართო!

ამიხსენით, რატომ არის ამ ქვეყანაში ყველა ღირებულება აღრეული? მე და ჩემნაირები რატომ დავბოდიალობდით თავის დროზე, რატომ ვაპროტესტებდით, რომ გარეჯი არ გაყიდულიყო?რა გვინდოდა იქ?!ჩვენ მაშინ გვითხრეს, რომ პრობლემა მოგვარდა. თურმე “მოუგვარებიათ”!ეეეეჰ!თურმე… ჩვენ რომ ამ ქედამდე კილომეტრებს ფეხით გავდიოდით, ესენი კაბინეტებში ისხდნენ და მამულს ანაწევრებდნენ, გეგონება მამა-პაპისგან ერგოთ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: