კარფური საქართველო განცხადებას ავრცელებს:
„ძვირფასო მომხმარებლებო, შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი Whatsapp-ში იღებს Carrefour-ის სახელით საეჭვო შეტყობინებებს. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან. კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში.
გთხოვთ საეჭვო სახის შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
Facebook Comments